вторник, 21 июля 2015 г.

დღე N-9

    რეფლექსია

დღეს დავასრულე მუშაობა პროექტის პორტფოლიოს შევსებაზე და შევაჯამე ტრენინგის მუშაობა.ტრენინგზე მივიღე უამრავი სასარგებლო ინფორმაცია,უაღრესად კომპეტენტური რჩევები ტრენერისაგან.ვთვლი რომ ტრენინგზე შეძენილი გამოცდილება და სამუშაო უნარები დამეხმარება არამარტო ყოველდღიურ სასკოლო მუშაობაში არამედ ზოგადად პროფესიული ზრდისათვის.
წარმატებებს ვუსურვებ ტრენერს!!!
ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით!!!

среда, 15 июля 2015 г.

დღე N 8

რეფლექსია
დავასრულე პროექტის პორტფოლიოს შექმნა.ვისწავლე და გავიაზრე პროექტის დაგეგმვის პრინციპი.


გმადლობთ !!!!

понедельник, 13 июля 2015 г.

დღე N6

რეფლექსია

 შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შევავსე პორტფოლიოს ნაწილი,მივიღე უამრავი საჭირო ინფორმაცია საჭირო საიტების და მათზე მუშაობის ინსტრუქციები

გმადლობთ!!!

пятница, 10 июля 2015 г.

დღე N 5

რეფლექსია

   დღეს ვისწავლე ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში შენახვა, google drive- ის გამოყენება.
მივიღე ზალიან სასარგებლო ინფორმაცია პროექტის დაგეგმვისთვის,კერძოდ შეფასებების გაწერა და განმარტება.
გმადლობთ!!


პროექტის პორტფოლიო

четверг, 9 июля 2015 г.

დღე 4

რეფლექსია

დავამუშავეთ ისეთი მნისვნელოვანი საკითხები როგორიცაა მოსწავლის ამოცანები და მიზნები. ასევე დავამუშავეთ თემის საკვანძო საკითხების ფორმულირების და გაშლის საკითხი.

понедельник, 6 июля 2015 г.

დღე N 3

რეფლექსია


ვთვლი რომ ,დღევანდელ დღეს შევიძინე კიდევ უფრო მეტი სასარგებლო უნარი და ინფორმაცია რომელიც დამეხმარება პროექტის და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში.
უკეთ გავითავისე სტანდარტის აქტიური გამოყენების პრინციპი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში.
 ტრენერი გვაძლევს ამომწურავ პასუხებს და ნამდვილად გვეხმარება ტექნიკურ თუ თეორიულ საკითხებში

воскресенье, 5 июля 2015 г.

დღე N2

რეფლექსია

მეორე დღე პირველთან შედარებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.კრიტიკულად შევაფასე საკუთარი პროექტის შინაარსი და მივიღე სასარგებლო ინფორმაცია პროექტის დაგეგმისთვის.

суббота, 4 июля 2015 г.

რეფლექსია დღე N1



ვთვლი რომ პირველი დღისათვის საკმაოდ პროდუქტიული იყო.ვისწავლე ბლოგის შექმნა.დავწერეთ პროექტის იდეა და მოკლე ანოტაცია.
ტრენერი კომუნიკაბელური და ძალიან უშუალოა.იმედი მაქვს ბევრს შევიძენ.